Saturday, May 30, 2009

,,ჩემი სახელი მსოფლიოში”


     

მე ვარ ნინო ოქროპირიძე,  გორის N 4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი. ამჟამად ვასწავლი II კლასის მოსწავლეებს. ჩვენი სკოლის ისტ მენეჯერმა, ლეილა ხმიადაშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანმანათლებლო სარესურსო ქსელის GEARN _ის ისტ მენეჯერებისა და საგნის პედაგოგების ერთობლივი გადამზადების პროექტში.  მან გაგვაცნო ყველა პროექტი.

  მიმდინარე პროექტებიდან ყველაზე ძალიან მომეწონა ბატონ პავლე თვალიაშვილის პროექტი ,, ჩემი სახელი მსოფლიოში”. ჩემს მოსწავლეებს გავაცანი ეს პროექტი, ძალიან მოეწონათ და გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა.  

   თითოეულმა მოსწავლემ ინდივიდუალურად მოიძია ინფორმაცია საკუთარი სახელის შესახებ, ხოლო მე და ისტ მენეჯერი დავეხმარეთ მათ მიერ მოძიებული მასალა განგვეთავსებინა ბლოგზე.


მასწავლებელი: ნინო ოქროპირიძე

   მე მქვია დედის ბებიის  სახელი.  ჩემი დიდი ბებია იყო ძალიან ლამაზი, შვილებზე და შვილიშვილებზე მზრუნველი ქალბატონი.
  დედას ისე უყვარდა თავისი ბებია, რომ მე მისი სახელი დამარქვა. მეც მათ სახლში გავიზარდე და დღემდე იქ ვცხოვრობ. 
  ჩემი მფარველია წმინდა ნინო.  

                                             

                                                                                                                                                                                

2 comments:

  1. ნინო ძალიან საინტერესო პროექტია, რადგან პატარების მიერაა მოძიებული მასალა. პატარებმა ძალიან ბევრი იციან თავისი სახელების წარმომავლობის შესახებ. ისინი იცნობენ ბევრ ცნობილ პიროვნებებს, რომელთაც მათი სახელები ჰქვიათ.
    პროექტი ვიზუალურადაც ლამაზია. ვუსურვებ თქვენს პატარებს წარმატებებს.
    გორის N8 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნათია საძაგლიშვილი

    ReplyDelete
  2. ნინო ძალიან მომწონს თქვენი პროექტი. ძალიან ლამაზია და თან მნიშვნელოვანი, რადგან პატარების მიერაა მოძიებული მასალა. მოსწავლეები კარგად იცნობენ ბევრ ცნობილ პიროვნებებს, რომელთაც მათი სახელები ჰქვიათ და თან მოძიებული აქვთ მათი სურათები, წარმოდგენილი აქვთ საკუთარი ნაწერები და ნახატები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შედეგიც ძალიან კარგადაა მიღწეული.
    თქვენ და თქვენს პატარებს გისურვებთ წარმატებებს. მონაწილეობა მიგეღოთ ბევრ ასეთ პროექტში.

    პატივისცემით ,
    გორის N4 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი, მათემატიკის მასწავლებელი ლეილა ხმიადაშვილი.

    ReplyDelete